↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომა

გაფრინდაშვილი ვალერიან

2006-09-121 წთ საკითხავი6414 ნახვა

—
მე მინდა გითხრა, ო, შემოდგომა,რომ მიყვარს შენი ყვითელი სახე,რომ ნაზ ფოთლების ცვენა და კრთომაყველაზე ადრე მე დავინახე.შენ ძველი ციხის გავხარ ნანგრევებს.შენ ჰეივნებში ვოცნებობ ხშირად,მხოლოდ მე მაძლევ იდუმალ რჩევებს,როცა იფრქვევა ღამე ნახშირად.ამეფებ სულში მკრთალ მოგონებასდა სინანულის ცრემლი მატირებს.მე დაუკარგავს ვგლოვობ ქონებას,ვექვითინები სევდის შათირებს.მეც განვიცადე ავი კანკალიდასნეულებულ დამპალ მთვარიდან,ჩემთან არ გინდა შენ მაჭანკალი -ფიქრებმა თვალი ვერ აგარიდონ.გული ფართხალებს, როგორც ფოთოლი,ზაფხულის დილა არ გათენდებადა ქარვისფერი შენი გოდოლიარ ვიცი რატომ, ვისთვის შენდება.აუცილებელ საშიშ მუქარად,მომელანდება ვიწრო საყელო.მე შენს ბაღებში დავდივარ მარად,რომ შენი ფარჩა კვლავ ვასახელო.მე ხმას ვაყოლებ შენს ღამურ კვნესას,ისე ვით ძაღლი, მოცული ბრაზით.და მუდამ გეტრფი, როგორც პრინცესას,მეტი წვალებით, მეტი სინაზით.შენი წვიმების ტკბილია წვეთი,უცნაურ თვალებს ქვეყანას ავლებ,შენ ხარ ყვითელი, ვით საგიჟეთი,და მთვარეულებს ისევ ამრავლებ.
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი