↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მხოლოდ შენ ერთს... მხოლოდ შენ _ ასს!

ჭანტურია ტარიელ

2009-09-121 წთ საკითხავი20029 ნახვა

—
ათასნაირი არის მწერალი!ათასნაირი არის მწვერვალი! _თუნდაც აკაკი! თუნდაც პუშკინი!თუნდაც გონგორა! თუნდაც ნერვალი...
მრავალნაირი არის ასაკი!თუნდაც – რუსთველის! თუნდაც _ ბალზაკის!გოგო _ ოცი წლის! კაცი ასი წლის!დილა _ ზღაპარი! ღამე _ ფარსაგი...
ფერი _ ყვითელი! ფერი _ კაპასი!ფერი _ გოდება! ფერი _ ლოცვანი!ვთქვათ, რაფაელი! ვთქვათ, კაკაბაძე!ვთქვათ, ბოტიჩელი! ვთქვათ ფიროსმანი...
ფიცი _ მართალი. სიტყვა _ ირიბი.ღიმილებს შენსას ფარავდეს ღმერთი!ნეტა მომასწრო შენს კლონირებას _რად უნდა იყო შენ მხოლოდ ერთი...
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი