პოეზია · ლირიკა
ძილგატეხილი ლექსი
რა ვქნათ, უკვე აღარ ვიცით: ღამიღ ვეღარ დაგვი-ძინია ხალხს - ლამის შუბლზე დაგვასკუპდეს თაგვი!
აღარა აქვს ბოლო მაგის ყურის წამღებ ფხაჭუ-ნსა და წრიპინს - გაგვიოხრა კარაქი და ხაჭო!
მეორე დღეს, სამსახურში, დაღლილი და უძი-ნარი ვგდივარ მაგიდასთან, როგორც წიფლის კუნძი.
შვილს ვფიცავარ, არ ვაჭარბებ, ლამის არის გადა-გვრიოს! უნდა უსათუოდ გავიჩინოთ კატა!
მთელი ჩვენი ამოდენა სახლი, ვიცი დაგვი-მადლის, თუკი მოისპობა ის ოხერი თაგვი!