პოეზია · ლირიკა
ჩიტი ბალახში
ბუდისოდენა საფლავიეყოფა ლბათ ჩიტს!პატარა უნდა - პატარას,დიდი საფლავი - დიდს!ერთი უბრალო ბეჭედიცხრას გამოიცვლის თითს!პატარა უნდა - პატარას,დიდი ბეჭედი - დიდს!საფლავზე წასაფარებლადფოთოლიც ყოფნის ჩიტს!რამდენი ფიქრი გადადისყოფნა-არყოფნის ხიდს!ვდგავარ და ვუსმენ ცხოვრებას -ასჯერ მოყოლილ მითს!ბუდისოდენა საფლავიჩიტმა ჩაუგო ჩიტს!პატარა უნდა პატარას,დიდი საფლავი - დიდს...