პოეზია · ლირიკა
უიმედო ლექსი
სიკვდილს არა ყავს შვილი; სიკვდილს არა ყავს ცოლი;სიკვდილს არა ყავს და-ძმა; სიკვდილს აქვს ბასრი ცელი...სიკვდილს არა აქვს ხორცი; სიკვდილს არა აქვს სული;სიკვდილს არა აქვს რწმენა; აქვს ცელთან ერთად ცული...სიმღერებიდან იცის სიკვდილმა თურმე ნანა;ცელთან და ცულთან ერთად აქვს სიკვდილს კიდევ - დანასიკვდილს არა ყავს რძალი; სიკვდილს არა ყავს მული,სიკვდილს არა აქვს ჩვილი და მგრძნობიარე გული...უყვარს მიხაკის ზღვა და გასეირნება პომპით...დანასთან, ცელთან, ცულთან ერთად აქვს კიდევ - ბომბი...უყვარს ვიზიტი დღისით; უყვარს ვიზიტი ღამით;უყვარს ნაგანი, ტეტე და ბეჭდის თვალში - შხამი...არსებობს მისთვის „ყველა“ და არ არსებობს „ზოგი“...ხიბლავს მორევი მღვრიე და გასანთლული თოკი...
მოტყუებაა თავის - დანტე, პლაფონი სიქსტისდა რუსთაველის წიგნი ვითომ ერევა სიკვდილს?!.