↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * კაცთ მისი სისხლის შესთხოვდა წვეთი

ბოლქვაძე ზაურ

2011-09-121 წთ საკითხავი11107 ნახვა

—
კაცთ მისი სისხლის შესთხოვდა წვეთი,ევედრებოდნენ თვალები სველი:„ამაგებინეთ ცხოველი სვეტი,მერე მომჭერით მარჯვენა ხელი!..
ჯერ მათქმევინეთ სიმღერა ჩემი,მზიური აზრი მასმინეთ ღმერთის!მერე გამხადეთ ბოროტი ენისდა სიძულვილის უენო მსხვერპლი!
ჯერ დამაცადეთ, - ავანთ კვარი,გამათბობინეთ ცივი სხეული!მერმე დამფარეთ ამღვრეულ მტკვარით.გულს დამაყარეთ მიწა წყეული!
ნუ შემაჩერებთ ნახევარ გზში,მაღალ მწვერვალზე მაცალეთ ასვლაჯერ მაგრძნობინეთ სიცოცხლის ფასი,მერმე დამისვით სიცოცხლე ფასად!..
ჯერ ნუ დამიშლით, ვიფრინო ცისკენ,ციური შუქით ავივსო სული,ჯერ დავეუფლო უსაზღვრო სივრცეს,მერე მიმონეთ თქვენს ნება-სურვილს!“
კაცთ მისი სისხლის შესთხოვდა წვეთი,ევედრებოდნენ თვალები სველი:„ამაგებინეთ ცხოველი სვეტი,მერმე მომჭერით მარჯვენა ხელი!“

ბოლქვაძე ზაურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი