↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * თუკი წინათ მწუხარ იყავ

ბოლქვაძე ზაურ

2011-09-121 წთ საკითხავი11111 ნახვა

—
თუკი წინათ მწუხარ იყავ,გულო, გრძნეულ მგოსანისა.ახლა თავისუფალი ხარ,ამღერდები, როცა გინდა.
ტყვეობაში იყავ დიდხანს,ძლივს გახიე ფარდა ბინდის;სულო, თავისუფალი ხარ,სადაც გინდა, გადაფრინდი!
დღეს ტაზარი მუზის ტაძრობს,ცვარი ცვივა ოქროს ციდან...თავისუფალი ხარ, აზრო,იზეიმე, როგორც გინდა.
გმადლობთ, მფარველო და მხსნელო,მეოცნებე კაციწმინდის!თავისუფალი ხარ, ცრემლო,როცა გინდა, აციმციმდი!

ბოლქვაძე ზაურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი