პოეზია · ლირიკა
ვედრება
ანთებული სანთლის ჩამოღვენთასშემოგწირავ, შენ, მაღალო ღმერთო,ნუ ჩამაქრობ ადრე დედისერთას,იმ უწმინდეს სანთელივით ვენთო,ნუ ჩამაქრობ, სულმაღალო ღმერთო!
ზეცისაკენ მიმასწავლოს გზები.მომივლინე ანგელოსი ერთი...და თუ გზაში ყინვით დავიზრები,შენი ზეცის იისფერ ნისლს შემრთავ,შავ ღრუბლებში ნუ დამკარგავ, ღმერთო!
მუხლთკანკალით დავუჩოქებ მიწასდა შენს მუხლებს მოვეხვევი, ღმერთო,ვინც მიწიერს მე სატანჯველს მიმცა,ის შენს ციურ დაპირებებს ენდო,ღმერთო, სითბო არ მომაკლო მზისა!
მზის სინათლის შეიბრალე, ღმერთო,ჩემი სულის დაბნელების საფღტხე,მარადიულ შუქით ციურ ფერთასიკვდილისკენ გზები გამინათედა სიკვდილიც მზედ დამინთე, ღმერთო!
ჩემს ალალ სულს უპატრონე ცაში,თუ ნათება უწერია, ენთოს!ნუ მოუვლენ ჩასაქრობად საშიშციურ ქარებს მას, მოწყალე ღმერთო!ნუ შეუშლი ხელს ვარსკვლავზე წვაში.