↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვიცი

ბოლქვაძე ზაურ

2011-09-121 წთ საკითხავი11103 ნახვა

—
ვიცი: დამღუპავ დაღუპვით ქალის,მაინც შენს მაცდურ ღიმილს ვენდობი:ის ერთადერთი ღიმილი არის -მტანჯველი თავის ერტადერთობით!
შენი თვალებით უგრძნობლად დამთვრალს,შენივ ღალატი გამომაფხიზლებს!..ვიცი: მიმიყვან სიკვდილის კართან,მერე სიკვდილსაც აღარ მარისებს!..
ვიცი: ამიბნევ ცხოვრების გზა-კვალს,გავიიმედებ მაინც მაგ თვალებს!იგი ამქვეყნად სხვა თვალებს არ ჰგავს,სხვასაც ჩემსავით არვის აწვალებს!..
ღმერთმა შეგინდოს შენ უღმერთობა,რომ ჩემი ბედით ასე ერთობი!მე ტანჯავს შენი ერთადერთობადა ვცოცხლობ შენი ერთადერთობით!

ბოლქვაძე ზაურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი