პოეზია · ლირიკა
* * * ნეტავ, ჩემი ერთი ნატვრა ახდეს
ნეტავ, ჩემი ერთი ნატვრა ახდესდა არყოფნას ყოფნად გავიფიქრებ:მსურს, მიწამდე ცაში გადავსახლდე,იქნებ, ცაში ბედნიერი ვიქნე.
მსურს, ვიფრინო თეთრი ღრუბლის ზემოთმსუბუქ ფრთებით ანგელოზი ბავშვისდა, სამარის ნაცვლად, ჩავესვენოვარსკვლავების მარადიულ ყდაში...