↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მინიატურები

ბოლქვაძე ზაურ

2011-09-121 წთ საკითხავი11108 ნახვა

—
* * *განმარტოვებას ვინ დაუშლის დეკას და ღვიას,ვის შეუძლია აუკრძალოს ზეცას ტირილი?ხარის ყვირილი ვერ აღკვეთავს ვეფხვების ღრიალს,მაგრამ ვეფხვებსაც ეშინიათ ხარის ყვირილი.
* * *... მზე ჩადის უცნაურ ჩასვლით,ვეებერთელა ცა მარტოა...დახტა, ჩარჩოში ცასვა,წავიდა, დიდება დატოვა.
* * *მიიჩქარიან მდინარენი მაცდურთა დროთა,მარადისობის ოკეანეს ადგენენ ერთად.საუკუნენი მაგონებენ მე ტყავებს ხბოთა,რომლებზეც დიდი რუსტაველი პოემას წერდა.
* * *მარადისობა შენი ძეგლის ადგილას დადგა,ხარ ისე დიდი, უკვდავება აღარც კი გშვენის!ვერ დავიჯერებ მე შენს სიკვდილს ვერასგზით, რადგანჯერაც არ მჯერა სიცოცხლე შენი.
* * *სანამ საუკუნეთა მსვლელობარ მწყინდება,მანამ შენი სახელი არვის დაავიწყდება.შენ კი, მარადიულო მიწისა და ცის კაცო,რომ იცოცხლე, რომ მოკვდი, ალბათ, აღარც კი გახსოვს.* * *ამოშრა წყალი დანაგუბები;არ გვეკადრება შაშვი სათოფედ,გადაიკარგნენ სადღაც ღრუბლებიდა ცას ხელებში მზე შეატოვეს.

ბოლქვაძე ზაურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი