პოეზია · ლირიკა
მითხარით!
სიმღერის მეფე „ლილეო“მბრძანებლობს მზიდან მიწამდე!თუ აქ სვანეთი ილევა,მაჩვენეთ, სადაც იწყება...დამდუმებელი ბაგეთა,ეს ხმაა რომელ მდინარის?თუ მზე შორსაა აქედან,მაშ, მზესთან ახლოს ვინ არის?მუხლებში ძალა მელევაწინწასვლით დაშინებული;ეს თუ პატარა ღელეა,რაღაა მაშინ ენგური?ეს ხარ-ირემი აბრავლდა,თუ მეხი მეხოვს მთავარი?მითხარით, უშბა რაღაა.თუ ეს უბრალო მთა არი.ვინ ზარდა იავნანურითეს ამირანი - კლდეტანი;თუ ეს კოშკია სვანურირაღაა კოშკი ნესტანის?ცაზე ღრუბელთა ფთილები -გაფრენილ მერნის ფაფარი;თუკი ეს სინამდვილეა,რაღაა მაშნ ზღაპარი?