↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოდრი

ბოლქვაძე ზაურ

2011-09-121 წთ საკითხავი11100 ნახვა

—
მარინას შველს
ოდრი! ყველაზე ლამაზო შველო,მე შენი ბედი მშურს...გადრი, ძვირფასო და საყვარელოუძვირფასესის ისლს!..
ოდრი! წყაროზე ანკარა ნუკრო,მე მშურს ტყვეობის შენის...სიყვარულს მარადს, სიყვარულს უქრობს,უთქმელს ღმერთების ენით,
შენ გამოხატავ თვალებით, ოდრი,სხეულის ნაზი თრთოლვით...ნუმც გადმოგღვრია ცრემლები ობლის,გქონდეს სიწმინდე თოვლის!..
მარინას ზრუნვა, ნაზს და დედობრივს,მოუარე და ენდე,ნუ მიატოვებ, ნურასდროს, ოდრიამ ნათელ სისხლის ედემს!..
ოდრი, მარინას ლამაზო შველო,გთხოვ, უნაზესო, ერთს:უნდა მიშველო, უნდა მიშველო,მამონო ქალს და ღმერთს!..
გამიგე, ღმერთის ლამაზო სულო,ულამაზესო ოდრი!მინდა სიცოცხლე აქ დავასრულო,ოღნდ, მიბრძანე, როდის!..

ბოლქვაძე ზაურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი