პოეზია · ლირიკა
დადასაქართველოვ!
დიდი იყავ!..გფარეთ მკერდით!..გკვებეთ სისხლით!..გალბეთ ოფლით!..დღეს,ერთად რომ მოვკვდეთ შენთვის,საფლავებად არ გვეყოფი!..
შენი ღვიძლი მიწა-წყალიახატია სხვების რუკებს!წარიტაცა ზოგმა ძალით!..ზოგს მიჰყიდეს...ზოგს აჩუქეს!..
და რაც დაგვრჩი,დაგვრჩი მარად!..დაგვრჩი ხორცად!..დაგვრჩი ძვლებად!..დაღუპვისგან დაგვიფარავსმარტო შენი დასიზმრება!..
საქართველოს გეტრფით მთლიანს!..საქართველოს გეტრფით ახალს!..იცოცხლე და, სულ ერთია,დიდი ხარ თუ პატარა ხარ!..
უფრო მეტი დაგებადოს -ერის მშვენი!ენის მშვენი!..არ ყოფნიდეს აკვნებადაცშვილთა შენთა ტყენი შენი!..
დიდი იყავ!..გფარეთ მკერდით!..გკვებეთ სისხლით!..გალბეთ ოფლით!..დღეს,ერთად რომ მოვკვდეთ შენთვის,საფლავებად არ გვეყოფი!..