პოეზია · ლირიკა
ეგნატე ნინოშვილის პირველი წიგნი
მე ამ წიგნს არასდროს შევლევივარ,ამ წიგნით ათასჯერ მიტირია...ამ წიგნში მართალი ცრემლებია,ამ წიგნში მართალი სიკვდილია.
ეს წიგნი - წარსულის ნეგატივი,ფურცლებგაცრეცილი, დდაცრემლილი -ჩვენი ნაღვლიანი ეგნატეა,ტკივილისათვის გაჩენილი.