↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ შეიძლება

ბოლქვაძე ზაურ

2011-09-121 წთ საკითხავი11114 ნახვა

—
არ შეიძლება - ხმალი ულესი, -ნაღდი ქართველის ხელში არ ჭრიდეს!არ შეიძლება - დამთავრდეს ლექსადდა საქართველოს აღარ დასჭირდე!
არ შეიძლება სიკვდილზე მაღლაარ აყენებდე ლექსზე ოცნებებს!არ შეიძლება - ჩახვიდე საფლავსდა ბალახებად არ აღმოცენდე!
არ შეიძლება - ვენახის ფესვიმიწამ დაალპოს და ცეცხლმა დასწვას!არ შეიძლება - რომ დათვრე ლექსითდა არ გეჩვენოს სოცოცხლე ასად!
არ შეიძლება - სიმღერის მეხირომ არ გიმტვრევდეს შენ კუბოს ფიცარს!არ შეიძლება - გათელო ფეხითდა არ მოგიზღოს ძლიერმა მიწამ!
არ შეიძლება - ალალი გლეხიარ აატიროს დაღვრემილმა სისხლმა!არ შეიძლება - თელავდე ფეხითდა მარად ცოცხლად დაგტოვოს მიწამ!
არ შეიძლება - მამულმა გიხმოსდა არ გაუხდე მამულს მემშვილდედ!არ შეიძლება - ქართველი იყოდა საქართველოს მტრებტან შეშინდე!
არ შეიძლება - ხალხს მხარში ედგედა დავიწყების დაგფაროს ტალრამ!არ შეიძლება - სიკვდილის შემდეგსულ სხვა სიცოცხლე არ იყოს მაღლა!
არ შეიძლება - ქართულმა ელვამარ გადიხანძროს უკუნი ბნელი!..არ შეიძლება - ქართული ენამოკვდეს, - დაეცეს ქათველი ერი!
ზოგჯერ ერისკაცს რაღაც ეშლება!ზოგი ამაზე ქილიკ-გესლაობს!..არ შეიძლება, ერის ფესვებადგადგმულ კაცს რაღაც არ შეეშალოს!
არ შეიძლება, გადიდოს დრომა,თუ სამშობლოსთვის არ იბუგები!არ შეიძლება, გაუხდე მონადხელმყოფელს შენი თავისუფლების!
არ შეიძლება, ხმალი ულესი,ნაღდი ქართველის ხელში არ ჭრიდეს!არ შეიძლება - დამტავრდე ლექსადდა საქართველოს აღარ დასჭირდე!

ბოლქვაძე ზაურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი