↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ დაგავიწყდეს

ბოლქვაძე ზაურ

2011-09-121 წთ საკითხავი11104 ნახვა

—
ზღვაო, როდესაც პირველად გნახე,მოურიდებლად შემოხვედ ჩემში,შემაჟრიალე და მიკარნახეშენს ამბოხ სულში შბილი ლექსი.შენ მკარნახობდი მძლავრი ქუხილითღელვადქმნილ სიტვებს, სტრიქონებს, სტროფებს,აზრებს მარადისს, ბგერებს უხილავს,უმეორებელს, უვრცესს, უმტრობელს.ილეწებოდნენ გემთა ანძები,გადმოგვცქეროდა ცა გაოცებით,შენ მკარნახობდი მთელი არსებითდა მპირდებოდი, რომ მე მომცემდი,რომ მე, ერთადერთს, უკვდავ უფლებას -ვყოფილიყავი მისი ავტორი...მებრუნა მიწად, მევლო ღრუბლებად,მესუნთქა ცეცხლით, ღელვით, ქარ-თოვლით.მოწყურებულად მეცოცხლა შენშიდა ვარსკვლავების ციურ ციმციმში,ხაალხში, ბალახში, მწვერვალში, მზეში.დაუწყნარებელ სულში მიწისძვრის.მე ახლაც ყურში ჩამესმის მისიმუსიკალობა მიუწვდომელი:ქუხილი ზეცის, წუხილი მიწის,შეუცნობელი არის რომელიც, -იმ ლექსში იყო ყველა ახსნილი,იმ ლექსით იყო ნათელი ყველა.შენ მკარნახობდი, ზღვაო, კაცივითდა იმატებდი სიღრმეს და ღელვას.გაოცებული გისმენდი მაშინ,ვიჩხვლიტებოდი ათასი ნემსით,თვალაუხელი ვიყავი ბაშვიდა არ ვიცოდი, რა იყო ლექსი.შენ დამამშვიდე, თვითონც დამშვიდდი,უკუაქციე მღვრიე ტალღებიდა კარგად მახსოვს, ზღვაო, დამპირდი,რომ ლექსს კიდევ მიკარნახებდი.მიკარნახებდი, როდესაც ლექსადამენთებოდა სული და სისხლი,როცა შეძრავა არსებას ჩემსასსიპატარავე სამშობლო მიწის.დღეს მე მზადა ვარ, მისთვის დავიწყე,შენებრ დავწყვიტო ყველა არტახი,არ დაგავიწყდეს, არ დაგავიწყდეს,იმ ღვთაებრივი ლექსის კარნახი!

ბოლქვაძე ზაურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი