პოეზია · ლირიკა
ბარათაშვილი
მარადისობას მიანათეს ტატოს თვალებმა!..მარადისობაც დაეწაფა მის თვალებს ხარბად!ტატოს ფეხთაქვეშ დედამიწა დატორტმანებდა! -კოჭლიც ამიტომ ეგონათ, ალბათ!..
მას საქართველოს მარადისი სიცოცხლე სურდა!..სული ჩაუდგა უკვდავ ლექსში მომავლის იმედს!არ ყოფილიყო ამა ქვეყნად სიკვდილი თნდაც, -მაინც მოკლავდა ქართლის ბედზე წუხილი მძიმე!..
მარადისობას მიანათეს ტატოს თვალებმა!..მარადისობაც დაეწაფა მის თვალებს ხარბად!..ტატოს ფეხთაქვეშ დედამიწა დატორტმანებდა! -კოჭლიც ამიტომ ეგონათ, ალბათ!..