პოეზია · ლირიკა
რეაბილიტაცია
მას საფეთქელთან მიადეს ლულადა წაიყვანეს ღამით სახლიდან.როგორც „ხალხის მტერს“, მოეპყრენ მტრულად:გაასამართლეს, მერე დახვრიტეს...თუმცა სჯეროდა სიმრავლე მისიყველას, „საეჭვო“ სახლში ვინც დარჩა,ძლიერი იყო იმ ლულის შიში,ამიტომ - ტაში! ამიტომ - ვაშა!გახშირდა ყალბი ვაშა და ტაში,გახშირდა ღამით წაყვანის შიშიდა უმამობა გახშირდა ბავშვის,გაჩნდა შფოთი და კოშმარი ძილში.... . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .მას საფეთქელთან მიადეს ლულადა წაიყვანეს სახლიდან ღამით.სულ უმიზეზოდ გაცივდა გული...გავიდა დრო და გავიდა ხანი.თურმე იმ გულში (გაირკვა მერე)არაფერი არ ყოფილა მტრული,თურმე მართალი ყოფილა გული,თურმე საჭირო ყოფილა გული!