პოეზია · ლირიკა
მეგობრისადმი
არ ნიშნავს ცოტას –დაგაბრალეს სხვების გავლენა,შენზე უადრეს თურმე ასე სხვებსაც სტკენიათ,სხვებსაც უღვირიათ ნანგრევებზესისხლის ცრემლებიდა სიყვარული ულაყივით უჭენებიათ.სხვებსაც ჰქონიათ ღამისა და სიზმრის იმედი,ამოღებული ხაჯალივით ლექსის იმედი,„ნუ გათათრდები“ – ადრე სხვებსაც უკიჟიანიათარ ნიშნავს ცოტას...მე კი ვიცი, ჩემო ძმობილო,რამ გამოგიღრღნა ეგ გულ – ტვინი,რამ გაწრიალა,რამ ამოგიწვა,დაგიწურა დილის იმედი.ვიცი ძმობილო –ეს –ესაა ზოოპარკიდანლომის ღრიალმა არღანივით ჩამოგვიარა..ახლაახლა ოდიშთან გმართებს ბოდიში,შენს მოლოდინში დედა გათეთრდა,მამა გათავდა.ახლა ის ტვირთი უფრო დამძიმდა,სულ ბიჭებზე რომ დაგკიანთებდა,უფრო დამძიმდა.ართლა შეჩვევა იცის თბილისმა ,როგორც ლექსმა და როგორც ღვინის სმამ,აქვს ყოველს თავის ჯადო თილისმა,ადრე დანებდი.ადრე დანებდი ბედი დინებას,ისე ადრე, რომ აბიბინება შენივე დარდისვერც კი შენიშნე.ადრე დანებდი.ახლა ოდიშთან გმართებს ბოდიში,შენს მოლოდინში დედა გათეთრდა,მამა გათავდა.ახლა ის ტვირთი უფრო დამძიმდა,უფრო დამძიმდა.