↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მელანქოლია

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10961 ნახვა

—
ც. ღ-ს
მე ვგრძნობ სიკვდილს დაშენ გთხოვ შენდობას,ქვეყნად რომ გტოვებ დაშლილ ტივივით,მოვიდა ბოლო უიმედობაც-ღამე, ცრემლებ და სიმძიმილი.სანთლად მინთია შენი ღიმილი,მეც სანთელივით ვიწვი და ვქრები,ჩემი საფლავის მიწიდან ქვებიმევე ამომაქვს გულისტკივილით.გასრულდა შენზე ჩემი ტირილი,აწი, კეთილო, მშვიდობით გნახე,თვალცრემლიანი ვიგონებ კახეთსდა შავეთიდან მესმის ყივილი.სულ მალე სული საყდრიდან გავადა ძვლებს სიკვდილის ბორკილი დახრავს,აწი სიღნაღში ვერასდროს ჩავალ,ვერც ხორნაბუჯის სანახებს ვნახავ.ვერ გავგრილდები ციურ ვარდებისშორეული და უხმო ოცნებით,ვერც შენიანებს მივუვარდები,ვერც სხვისიანებს გავეოცები,გასრულდა შენზეჩემი ტირილი,აწი, კეთილო, მშვიდობით გნახე,თვალცრემლიანი ვიგონებ კახეთს,და შავშეთიდან მესმის ყივილი.
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი