პოეზია · ლირიკა
ილიას მოკვლის გამო
აკაკი წერეთელი 1840–1915
I
ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობასდა ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!..ნუთუ მართლა დღეს გადაწყდასაქართველოს ბედისწერა?არა, არა!.. მითქმა-მოთქმა -ეს მშიშარა ტყუილია...ის მშობელი არ მოჰკვდება,წარმოშობა ვინც ილია!გრძნობა კვდება, გონება კიეკუთვნის წინ, მომავალსა...გაჰყავს ხიდი ცხოვრებისთვისდა უკაფავს გზა და კვალსა.და მიტომაც, ვინც მოჰკვდება,განა ყველა ითქმება მკვდრად?ზოგი ჩადის ბნელ საფლავში,ზოგი აქვე რჩება ლამპრად.და ილიაც არ მომკვდარა...მამულისთვის რჩება ლამპრად,მაშინ როცა მისი გვამიგადიქცევა მიწად და მტვრად.რაც კი ჰქონდა მაღლით ნიჭიბუნებისგან მოცემული,მთლად მიუძღვნა მისს სამშობლოს,ფიანდაზად დასდვა გული!..თავი დასდვა ქვეყნისათვის,მიჰბაძა ძმებს თავდადებულთ:მეფესა და ყიფიანსა...იმ ორ ქართველს, განდიდებულთ!მაგრამ ამათ სიკვდილშიაცგანსხვავება არის დიდი:უფრო მწარე და მწვავია,როცა შინ გკლავს შენივ ფლიდი!..მეფე მოჰკლეს მონღოლებმა,დიმიტრიც მტრის მოკლულია!..მაგრამ ნუთუ შინ ჩვენმავეგამოგვტაცა ჩვენ ილია?!ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას!..ის ქართველად არა მჯერა,ვინც გაბედა და ილიასდაუმოკლა ბედისწერა!..თვით იესო მაცხოვარმა,ვის ხელთ ეპყრა ქვეყნის გული,თანაშემწედ აირჩიაათორმეტი მოციქული.და მათშიაც გაერიაგამცემელი ის იუდა,შურმა, მტრობამ, ბოროტებამვისაც გულში დაიბუდა!..მაგრამ რჯული რჯულად დარჩადა იუდა მხოლოდ კრულად.ამას საღმრთო ისტორიასაუკუნოდ ამბობს სრულად!..და მთელ ქართლში რომ გამოჩნდესმოღალატე ერთი-ორი,მსგავსი ისკარიოტელისდა იუდას თანასწორი,ამით ჩირქი მთელ ქვეყანასგაურჩევლად არ ედება!მხოლოდ ხალხს კი, ჭირისუფალს,გულში ცეცხლი ეკიდება!..
II
ახლა შენთან მაქვს საქმე, იუდავ,წინ წამოდექი! ნუ იმალები!და ვერაგობით ძლევამოსილიგამოაჩინე შენი თვალები!ღრმა მოხუცებულს და ნაამაგარსრომ ჰკლავდი, მაშინ არ გითხრა გულმა,გარეშე მტრების სასიხარულოდისევ მათგანვე მოტყუებულმა, -რომ მაგ სიკვდილით იმასთან ერთადშენ გულს უკლავდი თვით ქართველობასდა, შემბღალავი წმინდა-წმინდათა,იორკეცებდი თვით საძაგლობას?მაგრამ შენ ვინ ხარ? ვინ მოგცა გრძნობა?ვით ჰეროსტრატემ, დასწვი ტაძარიდა გეგონა, რომ ორივე მხარესსაშვილიშვილო დაეც თავზარი?რა შემცდარი ხარ!.. თვით ილიასთვისმაგგვარ სიკვდილში არის სიცოცხლედა საქართველოს კი ძველი აღთქმაისტორიული მით გაუახლე.დროებით დაღლილს და მიძინებულს, -ის გამოახელს მაგითი თვალებსდა შეაჩვენებს საშვილიშვილოდშენებრ მეთაურს და ნაძირალებს.
1907 წ.