პოეზია · ლირიკა
ღამე. "ქართლის ცხოვრება". მძევალი
შენც ხომ გევალება, ჩანგო,ეტრატებში თავი ჩარგო,შენც იქნიო სხვებთან ერთადხმალი!ხმალი არ ჩააგო!დღისით _ მცხეთის მეციხოვნე,ღამით ფანასკერტელი ვარ!ხვალ რომ ქვა ვარ საგორავი,ზეგ _ არმაზის კედელი ვარ!ვისმა სისხლმაც, წვეთწვეთობით,ის მწვერვალი აათავა:ლომი ცოტნე, ლომი დავითდა ბოკვერი _ პაატა ვარ!მე _ ვიყავი!მე _ ვიქნები!მე _ მარადის ვმეორდები!მძევალი ვარ, და დღე-დღეზეთავის მოჭრას ველოდები!და ის მოკვეთილი თავიცუნდა ეტრატებში ჩარგო!ჩანგო, დაიხსომე ჩანგო:ხმალი, ხმალი არ ჩააგო!