↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფანდური

გელოვანი მირზა

2015-09-121 წთ საკითხავი7923 ნახვა

—
წინაპრებს ჩემსას ჰყვარებიათ ლარების ჟღერა.
მაღალ ხევსურეტს ფანდურები თალეს მთებური,
სამეგრელოში სიმის კვნესა გულს ატკბობს ჯერაც,
ყირმიზა გოგოს მოძახილთან შეერთებული.
დიდი რუსთველი ჩვენს ქვეყანას ტოვებდა როცა,
ესმოდა მიწას გულმართალი მისი გალობა;
გამგზავრებისას დედოფალმა გზა დაულოცა,
საქართველომ კი ფანდურების ხმა უწყალობა.
თუ გურამიშვილს არ გაუწყდა არც ერთი სიმი,
ვაჟას ფანდურიც შინდის მოჭრილ ხისგან გათლეს.
როცა უკრავდა მარად დინჯი და მოთვალთვალე,
ყურის საგდებად იხრებოდა მყინვარი ცივი.
...აი, აწყვია ჩვენს წინაშე დადაფნულები;
ვის შეელიოს, დრომ ვინ გარიყოს...
ხომ იცით, ხალხის გულებია ეს ფანდურები.
შევეხოთ ისე, ჭუჭყიანი ხელი არ იყოს;
შევეხოთ მაშინ, როცა გულში ვიგრძნოთ ჩანჩაქრებად
სიმღერების და ლექსთა მრავლობა,
რომ იმ ფანდურებს, ჩვენს სახსოვრად ხალხს რომ დარჩება,
მოკრძალებულად უცქეროდეს შთამომავლობა.
1938
გელოვანი მირზა

გელოვანი მირზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი