↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარიანი ღამე

გელოვანი მირზა

2018-10-121 წთ საკითხავი7918 ნახვა

—
ცაზე ხოხობს გაუშლია ბუმბული,დღე დააღრჩვეს ჭვარტლის-ფერი სუდარით,მალე მტკვართან შეჩერდება მუდარითნაბიჯები ბარბაცა და ქურდული.ეს გული კი უჭკნობი ვარდნარია,ვინც მთვრალია, ჭარბი გრძნობა აღონებს,სილამაზე ჩვენი ნაბოდვარია,პოეტებო, ნეტავ, ვინ გაგვაგონებს.მზე რომ ათბობს, სიყვარულის ბრალია,შენს ფანჯარას ფარდა თუ აფარია,რომ მოვიდე და მალულად გიმზირო,რომ შენს ჩრდილთან ჩემი ბედი ვიტირო,რომ გიამბო, რა სასტიკი ქარია...
გელოვანი მირზა

გელოვანი მირზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი