↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცისა ფერს

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2016-09-121 წთ საკითხავი5414 ნახვა

—
ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,პირველად ქმნილსა ფერსდა არ ამქვეყნიურს,სიყრმითგან ვეტრფოდი.
და ახლაც, როს სისხლიმაქვს გაციებული,ვფიცავ მე – არ ვეტრფოარ ოდენ ფერსა სხვას.
თვალებში მშვენიერს,ვეტრფი მე ცისა ფერს;მოსრული იგი ცითგამოკრთის სიამით.
ფიქრი მე სანატრიმიმიწევს ცისა ქედს,რომ ეშხით დამდნარიშევერთო ლურჯსა ფერს.
მოვკვდები – ვერ ვნახავცრემლსა მე მშობლიურს,-მის მაცვლად ცა ლურჯიდამაფრქვევს ცვარს ციურს!
სამარეს ჩემსა როსგარს ნისლი მოეცვას,-იგიცა შესწიროსციაგმა ლურჯსა ცას!
1841 წ.
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი