↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უფალო, შეგვიწყალე

ნიშნიანიძე შოთა

2016-09-121 წთ საკითხავი24941 ნახვა

—
შინაურ-გარეულნი ერთმანეთს თაკილობენჩქარობენ, ერთმანეთი გადათელონ.უფალო, დაიფარე გოდოლი ბაბილონის _ვულკანზე შემდგარი საქართველო.უფალო, შეგვიწყალე, რამეთუ ცოტანი ვართ,ნუ დაგვსჯი სიმცირით, მწიროვნებით,შვილები გამიზარდე დემეტრე-ცოტნეებად,ნინო და გიორგი მყავს ნათლია-მირონები!უფალო, შეგვიწყალე და ბნელი ანათელე,უფალო, შეგვიწყალე დიდებიც... პატარებიც...არც ისე პატარაა ეს ჩვენი საქართველო,არც ისე საწყალია და ხელით სატარები.
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი