↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უპატრონოთა სახლში გაზრდილი გოგონას ვედრება ღვთისმშობლისადმი

ნიშნიანიძე შოთა

2008-07-121 წთ საკითხავი24953 ნახვა

—
ღვთისმშობელო დედაო,ჩივილს შემოგბედაო,ობლის მოთქმა-ვაებასთუ შეისმენ ნეტაო.ჩემი დედა სად არი,ანდა მამა სადაო,ასე რად მომიძულეს,რა აქვთ ჩემთან სადაო.ალბათ სხვა ჰყავთ შვილები,კარგადაც ჰყავთ ყველაო,ნუთუ არ ენატრებათმათი ცუგრუმელაო?ერთმა ქალმა მიშვილა -სიზმრად ასე ვნახეო,შენი ჰქონდა თვალები,ღიმილი და სახეო.არაფერი არ მინდა,ერთ რამეს გთხოვ თანაო:დამასიზმრე, დედიკო,მისი იავნანაო...
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი