პოეზია · ლირიკა
წერილი დედას
წუხს მაგიდაზე დარდი-ბარათი -ხელისგული და სულგადასმული;ძლივჩამოღწეულს ძველმისამართით -ასდის ქინძის და ომბალოს სუნი.ღამეა, დედი; ბჟუტავს სანათი,სიზმრის კვირტები უსკდება თბილისს;შიმშილს მინაყრებს შენი ბარათი --გვიანარეკილ მჭადივით თბილი.....ვხედავ: ქოთნიდან თეთრი ნაღველი --ძლივს ერთი წველა ამოგყავს ყველი;მამას აღონებს მწირი ბეღელი...კვამლიც ისლიდან ნარჩენ თოვლს წველის.წელსაც კვამლივით ეკიდა გუთანსდა თაგვის სარჩოც არ ჩანს ბეღელში...მეც... სიყვარულის დიდგულა გუნდა,ვაითუ, ასე ჩამადნა ხელში......მწერ: "ჩამო, შვილო, თოვლი დაკვალე,დაგენაყები წამლად მშობელი;სიზმრისახდენის შიშით ვკანკალებ...დაცარიელდა ჩემთვის სოფელი.ჩამოდი, იმდენს შეიტყობ ამბავს:ჭორლამბია თუ მონტყორმპენტავის*...არც აქ დაგიშლით ლექსების ჯღაბნას,ან წაგვაკითხა, რას წერ, ნეტავი!...ის ცირა მაინც არ გეცოდება? --ამოუმტრედდა, ბიჭო, ჩიტები...ბედს ნახავს... მამა რომ მიცხონდება,ჰოდა, იკვნიტე მემრე თითები!..მეტს არ შეგიწყენ, შვილო, წერილით,ხელსაპონივით ვდნები ლოდინით...ჯულბაც აღარ ჰყეფს, წევს მოწყენილიდა მამაშენსაც მხარს ხრავს ლოგინი.წერს და არავის პწკარს არ უკითხავს,შენ გელოდება, ვხვდები წინასწარ;ერთ საწყალ კალამს თუ მოუკითხავ...გადმოათეთრებს ნაციმბირალსაც.ხომ იცი, როგორ მოსდგამს ლექსები,(ამ ბოლოს... სმა და ბოდვაც დასჩემდა);ვეჭვობ, მანდ ესხდეთ უკეთესები --სულშებეჭილი ჭალის ლარჭემთან*...ჩამოდი, კიდევ ერთხელ ჩამოდი!ნუ შემატოვებ სიზმრის ყვავ-ყორნებს;წელს ნუ მოიწყვეტ მჩატე ჩემოდნით,ნურც ხელს ნურაფერს გამოაყოლებ".........ჩამოვალ, დედი, და დარდს გადაგშლი,ზურგში მიბერავს სულს მუზის ქარიდა სტიპენდიით ნაყიდ კაბაშიგამომიქვითე ყველა სიზმარი.ჩამოვალ.მეტს არ მოგაწერინებ...ცოცხალ პასუხად მოვალ -- იმ თვეში,ოღონდ, ეს ლექსი მოამწევინე --"ლუქსზე" მწარედ რომ მეწვის თითებში!..ესენინივით... არც მე ვარ ბავშვი,იმ შავთავშალა შიშისაც მესმის;აჰა, თენდება მტრედების ტაშითდა კალმისწვერზე წრიალებს ლექსი...