↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბალადა სახალათე ქსოვილზე

ნარიმანიძე სილოვან

2015-06-121 წთ საკითხავი544 ნახვა

—
ჩემს სახალათეს იმედით ვარჩევ,რაც არის, არის,მოსჭერ, ნოქარო!ისიც გულდინჯად გაზომავს ნაჭერს,გარეთ კი წვიმს და ცა ბობოქარობს...იქნებ ისა ხარ, ხალათო, მარად,შავი მიწის ქვეშ მუდმივ სამოსადმე რომ წამყვები სამარის კარად,შორი და ძნელი გზის დასალოცად...იცხოვრებ ჩემად ფიქრებში ლოცვად,სად მარადიულს შეხვდები წყვდიადს,ჩემს სხეულს ბნელი დაფარავს როცა,შენც დაგაცხრება სამარის ჭია...რადგანაც გერგო ეს მწარე ხვედრი,შენ მირჩევნიხარ მილიონ ოქროს,იქაც, სამარის კარად, ჩემს გვერდით,ობლად დარჩენილს რომ მიმეგობრო!.

ნარიმანიძე სილოვან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი