↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაცოცხლებული გუგუნებს ჭალა

ნარიმანიძე სილოვან

2015-06-122 წთ საკითხავი549 ნახვა

—
ზარების რეკვას ვისმენ შორეულს...მიმოვიხედე, რომ გიხილო, მშვენიერებავ,რომ ძალა ვიგრძნო სხეულში ისევდა მთების იქით გამიტაცო,ზღაპრულ მხარეში!მოგინახულებ, გაზაფხულო,რომ ყველაფერი ჩემს კუთვნილადწარმოვიდგინო:მიწა, ტყე-ველი, მთა და ბარი,მერცხლების ლაღი ჟღურტული ცაში,მდინარეების აღმაფრენა,ზვირთთა ლივლივი,რაც შენ მაჩუქე, ის ყველაფერი!..აღემატება ყოველივეს ჯილდო ბუნების, _სიცოცხლე ერთხელ რომ მოგვენიჭა!ჩემო კეთილო მეგობარო, შენი ხმა ვიცან,ნუთუ კვლავ მიხმობ იმ ბილიკებით, _დიდბუნოვანმა ჩემმა ზაფხულმა,მშვიდად და უხმოდ რომ ჩაიარა?!მე გავაცილე ყველანი შორეთს _ვისიც მჯეროდა და ვინც მიყვარდა...ცრემლიანი და სევდიანი,გამოვეთხოვე სუყველას თითქმის...სიმღერაც აღარ მსმენია მერე,ტკბილი სიმღერა!ახლა კვლავ ვხედავ, _მოადგაფუნებს გაზაფხული ოლეებს, ჭყანტებს,ყვავილობს ბაღი ათას ფერებით.მწერებიც ირგვლივ მიმოფრენენრა სიხარულით,გაცოცხლებული გუგუნებს ჭალა.ო, რა კარგია ეს ყველაფერი!გამომზიურდი ბედნიერებავ,ყველას სახეზე დამენახვე,ყველა მონახე!ასე შორიდანვისი ხმა მესმის,რომ გამაღვიძოს, გამომაფხიზლოს,დამიბრუნოს, რაც დრომ წამართვა, _თან გამაყოლოს,ტალღებს, რომელნიცუდარდელად მიიჩქარიან!..მე ვემზადებიდა ვიკაზმები შესახვედრად ახალ დღეების, _ისევ შევხარი ჩქერთა ვარდნას ქარაფებიდან...გადავიღეღავ გულმკერდს ბავშვივით,ლაღად მივუშვერ მოვარდნილ ნიავს:მივესალმები მოგზაურებს ისე მხურვალედ,დიდი ხნის შემდეგ განშორებულნი,ძმები ხელახლა როგორც ხვდებიან...აღარ დამტოვა, ტკბილო სიზმარო, _ბინდიც დაეშვას, _ არ მეშინია,სუყველა ერთად ამ ბინდში ვივლით.ხომ ვიგრძენ იგი,ხომ ვნახე იგი, _მე რომ ველოდი მოლოდინით,ხან არც ველოდი...ვარდ-ყვავილებით, გაბმულ წვიმებით,მოვიდა იგი,მომიტანა ძღვენი მრავალი,შენ დამიბრუნე ის ყველაფერი,რაც დრომ წამართვა,გაზაფხულო!..

ნარიმანიძე სილოვან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი