პოეზია · ლირიკა
დედა
გადაუღებლად წვიმს მთელი ღამე,ნისლს დაუფარავს ალაზნის ველი,გუშინ ხეები ებრძოდნენ ქარებს,და შემოდგომა იყო მზისფერი...დღეს კი, საღამო ჩამოდგა სევდის,ფერი უცვლია მშობელ მიდამოს,იქნებ ეს წვიმა ცრემლია დედის,მწარედ განვლილი წარსულის გამო...