↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კავკასიონი გადმოიარეს

ნარიმანიძე სილოვან

2015-06-121 წთ საკითხავი555 ნახვა

—
კავკასიონი გადმოიარესჩემმა ნაცნობმა თეთრმა ღრუბლებმა,თქვენ რატომ აღარ ჩამოივლითჩემი სახლის წინ, _თქვენ რატომ აღარ მომახარებთგაზაფხულობას?!.ეზოს ჭიშკარი გადმოლახესშავმა მერცხელბმა,ჩემს ახლოს, მაღალ აივანთანდაიდეს ბინა.თქვენ რატომ აღარ შემოაღეთეზოს ჭიშკარი,თქვენ რატომ აღარ შემომძახებთხოლმე სარკმლიდან?!.ჩამოირბინეს თხემებიდანთბილმა ქარებმა,თავი დამიკრესგაზაფხულის ნაკადულებმა,ნაცნობ წვიმებმა აამღერესხეთა რტოები, _თქვენ რატომ აღარ მომილოცეთგაზაფხულობა?!.კავკასიონი გადმოიარესჩემმა ნაცნობმა თეთრმა ღრუბლებმა..

ნარიმანიძე სილოვან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი