↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბუხართან

ნარიმანიძე სილოვან

2013-05-121 წთ საკითხავი552 ნახვა

—
თან გამოჰყვა დროის ქარებს
დარდი მარადიული,
ვის უგზავნის ნეტავ ალერსს
ის ქედანი ტყიური,
მე რომ გულით გამიხარდეს,
არვინ მოვა ისეთი,
ისე დარდს რა გამიქარვებს,
მე რომ მახსოვს ის ერთი.
მაშ, ბუხარო,
ნუ მაცდუნებ,
დაწვი შავი ფიქრები,
ხვალ აღარც შენ იგუგუნებ,
და აღარც მე
ვიქნები!..

ნარიმანიძე სილოვან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი