პოეზია · ლირიკა
ჯვარი
პასუხად კითხვაზე:_ ვინ ააგო მცხეთის ჯვარი?...
ცას შეაშენეს ღვთიური ჯვარი,ჯვართამაღლება ასრე იადრეს,შემოამშვენეს აზმით ტაძარიდა სათნოება დააბინადრეს.. .სული მოითქვეს საწუთროს ჩრდილშიდა თქვეს: _ აწ სისხლმან შორს იძახველოს!..მერმე წამოდგნენ და ტაძრის შიშითწაწყნარდნენ უხმოდ და უსახელოდ.საით წავიდნენ კირითხურონი,თვალსაშურონი შორად ჰპოვეს, რა...ან ხეკორძულა თუ შეასხურესამ ოფლით ნაწერ უფლის პოემას?..რა ამაოა ოსტატის რწმენა.. .ვინ იყავ, ქვით რომ წერა-მწერლობდი,ვით დადგი მთაზე მთად _ ბედისწერა _ამთავრებული ცისკენწეროთი?!..