↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცრემლის წერტილი

გახარია ლაშა

2018-03-131 წთ საკითხავი3814 ნახვა

—
"სოხუმში მოსალოდნელია წვიმა"...გურამ ოდიშარია
სოხუმში დიდხანს იწვიმებს, გურამ,ცოდვის ღრუბლებმა ასე იციან.ის პალმა-ქალი და გედი-სურათვალმა სარჩევშიც ვერ მოიძია.
ალბათ, ხმებიან დაჭრილი ხენი -ვეღარ არწევენ მთვარეს - სნებიანს;იასამნებიც, თავშეუხვევნი,დამშრალ მტევნებით ცას აშრებიან.
გახსოვს, ბოლო დღე: პარკინსონიანზღვას რომ კანკალით მიჰყავდა ბავშვიდა მონაზონმა კიპარისმა - ძველხელთათმანივით წაიძრო შაშვი.
ნაღმის ქოლგები თუ გახსოვს... ის ცაკვლავ სიზმარ-სიზმარ დამაქვს ბეჭებით...და მენანება სხვის თითზე რიწა -გაწბილებული სასძლო ბეჭედი.
და მენანება ის კოინდარი,ის აკლასხანი, მყნობა ის ხამი,და რიჟრაჟივით ჟრჟოლვა კოდორი -კალმახები რომ სხია სისხამი.
იქ, ალბათ, ისევ წვიმს და ქარია,უხსენოდ ჭკნება კვირტი და კერტი;ასე გაუშრა ძუძუ მარიამს,ოდეს კალთიდან გადმოსვა... ღმერთი.
შრება: კალამსაც ვერ გააქვს პწკარი,ვით გუთნეული - დაღლილ წეროებს.გაგრის პანაშვიდს ვერ დავესწარი...გასასვენები მყავდა მეორე.
დავჩერებივარ სტრიქონს ნაკიანს -თითს რომ აყოლებს ნოსტრადამუსი...შენს წიგნს წერტილი აღარ აკლია,მაგრამ... სამძიმრის ცრემლი დავუსვი.
გახარია ლაშა

გახარია ლაშა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი