პოეზია · ლირიკა
ჩემს ქუდს
სად იყიდე და... რად გინდოდაო! –ვის უმალავო ქოჩორს ისლივით.სადღაც შეგჩურთეს, შე საცოდავო,და მიმავიწყდი... ძველ თბილისივით.
მანებივრებდნენ ქალები თვალადს:თმებში მივლიდნენ თლილი თითებით;დავქორწინდი და ცოლმაც მიგჩქმალა,თავს არ გაღირსა არასდიდებით.
კაცი ვარო და ქუდი მხურავსო! –კი ღიღინებდნენ მთვრალი დუქნები,მე უშენოდაც ვახურებდი დაშენც შენსას წუხდი – თავმიუგნები.
წლები ჩაწყნარდნენ: თმები გამცვივდა,აღარც სავარცხელს შერჩა კბილებიდა სურვილებიც რომ გადაწვიმდა...კვლავ დაგიქუდე კმაყოფილებით.
კი გიხდებაო, ცოლმა, და მშვიდადშეგვატრიალა დიდი სარკის წინ;გახსოვს, რა მითხრა იმ ქალიშვილმა,ლამის, სირცხვილით შენც რომ დაიწვი...
მაშინ... კინაღამ, ქარს დაგახურე!..მაგრამ თანდათან, ვით ღამეს ქურდი,შეგეჩვიე და აღარ აგყურებ –სირცხვილის ხარ თუ... ნამუსის ქუდი.