↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემო მახვშო

გახარია ლაშა

2026-07-181 წთ საკითხავი5216 ნახვა

—
ჩემო მახვშო და ლექსებრ მაღალო,ჭიგოს ვაზივით არ დაგეხსნები!..ერთხელ ხომ უნდა წამებაღანოდა ორნახადი მასვა ლექსები!..
თორემ დაღმართიც მეაღმართება,მესეფი ძაღლებს მისევს გნიასიდა მიკიდია ფილტვისანთებადციება - კოკი საჯაიასი!
ფირცხალავასიც მწკეპლავს პწკარები:ხველანა ხიდან ჩამოსხეპილი;იმ თეთრ პალატას არ ვეკარებიდა ტუბკარავი დამაქვს შერპივით...
არ შეგაპარებ ანალს-თემაში,ჩემსავე ჩრდილზე ვგდივარ თარგივითდა მდედრობს ცოდვა-ანათემაშითოვლეთი - წვიმად ჩამოთარგმნილი.
ერთი ეს მითხარ, შენ გახარებას:აკვანს რა მართებს სასაფლაოსი?..მართლა ოთხია კვლა სახარება,თუ ერთით მეტი - "ვეფხისტყაოსნით"?
ბრძენ მარეს* ისიც გეცოდინებავინ უწყალობა თანაფა* უფალს;თუმცა, რაღა დროს... ხოჩა დინებმალაშარედ უკვე გაშალეს სუფრა.
თამბისაც კვიცრა* მოაქვს ბეჭით დაენგურს ენგური უჭირავს კუდით;...აწ საკართანოს შევსვამ - ერთ ჭიქას -ამ ლექსადმოხდილ სვანური ქუდით.
_____________________________*საკართანო - ბოლო სადღეგრძელო, კარებთან წარმოთქმული (ხევს.)მუჯრა - ხელჯოხი (სვან.)ჯიმ - მარილი (სვან.)მარჩხა - ჩქერი (მეგრ.)კარკალი - რაკრაკი (მეგრ.)მარე - კაცი (სვან.)ხოჩა დინა - კარგი გოგო (სვან.)კვიცრა - შუნი (სვან.)
გახარია ლაშა

გახარია ლაშა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი