↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოცდაჩვიდმეტი

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10955 ნახვა

—
“დღეს შემისრულდა ოცდათექვსმეტი წელი”ბაირონი
ოცდათექვსმეტი გასრულდა უკვედა მივხვდი, რომელ მოდგმას ვჭირდები,და მაინც, ღმერთო, და მაინც გნუკევ,გამომიტოვე ოცდაჩვიდმეტი.
გამომიტოვე, გამომიტოვე,გამომიზოგე ოფლით ნახარში,რომ კაცთა მოდგმის ბოროტ ტრიტონებსარ ჩავუვარდე ცოდვილ ხახაში.
ოცდაჩვიდმეტი-ამ წლის გამოთქმაცსატანასავით შემაჟრიალებს,რა საჭიროა ყველას ჩამოთვლა,ყველა ერთ ტაბლას შევაზიარეთ.
თითქოს გულ-მკერდში გამდის მახვილიდა მესმის ველურ გადაძახებით:ჯერ გაგათრევენ თათრის ძაღლივით,მერე ძაღლივით ჩაგაძაღლებენ.
ცა გაწვიმდა თუ ოფლი გაწვიმდა,ოხრად დაგრჩება ბორგვა ნათების,რისი დიდუბე, რისი მთაწმინდა,სოფლის საყდარსაც მოგანატრებენ.
თითქოს ცხედარი მიაქვთ შინიდანდა მელანდება ცისფერ ნაპირზეთოფგაწყობილი იაშვილი დაბორკილაყრილი ტიტე ტაბიძე.
ისევ გრძელდება სიკვდილის მარში,ცოლი და სატრფო სანატრიონი,ცრემლებს ძლივს მალავს აწყვეტილ ქარშიატირებული გალაკტიონი.
არადვილია ახლა გამხელა,უცებ უყელებს ამო იმედებს,ღმერთო, ამგვარად რომ გაგახელე,პოეტებიც რომ გამოიმეტე.
არც ცოდვა-მადლი, აღარც შენდობა,რაღაცას შენთვის უცნობსვე ხელთობ,ღმერთო , სადაა შენი ღმერთობა,შენ კაციც კი არ ყოფილხარ, ღმერთო.
ოცოდათექვსმეტი გასრულდა უკვე,დღემდე უამრავ ლოცვას ვითმენდი,რაც იყო, იყო, მე მაინც გნუკევ,გამომიტოვე ოცდაჩვიდმეტი.
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი