პოეზია · ლირიკა
ჩემი რჩეულნი
-რატომ უდარებ მთებს ცერა-სრებს?რამდენიც გინდა აზმან-ატოლო...-რუსთველის მერე?...-რუსთველის მერე -გურამიშვილი, ჩემო ბატონო!
-მერმე?-ვაჟა და ბარათაშვილი!-აქეთმდგმურენი?...-ზოგი ჰა და ჰა...-აკაკი?...-აქ კი...-სცდები.-დამშვიდდი...მეც ამბნევია თავგზა, ხანდახან.
გალაკტიონით ვიწყებ მეოცეს...-გრანელი?...-მისი ცრემლიც მასველებს,სხვა საყდრიონით ვერ გაგაოცებ,საბას გაფიცებ, აქ შემასვენე...