პოეზია · ლირიკა
გული
როგორც ჩიტი გალიაში, როგორც მუჭში პეპელა,ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ სიცოცხლის სანთებელა.თვითონ ღმერთი წამებული, შენ ერთს გწყალობს ისევე _მხოლოდ გულში შემოდის და მხოლოდ გულში ისვენებს.გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე.გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე.ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ,ჯოჯოხეთის დამტეველო პაწაწინა სამოთხევ...