↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოდი ნახე

ვარშანიძე მამია

2026-07-182 წთ საკითხავი831 ნახვა

—
მშობლიური მთების ახლოსძველისძველი ქვევრებია,მოდი, ნახე, მე აქ ვსახლობ,მზე აქ შემიჩერებია.
მესხი ვარ და ხელმადლიანსეზო დამიმშვენებია,ნახე რა არ მაბადია,რა არ მომიშენებია.
ვაზი რთველის ეშხში ცურავს,ლალისფერი მტევნებია,ტკბილი ღვინო დამიწურავს,ქვევრში ამიმღერებია.
ჩემს სახლს განა ჩრდილი ფარავს,ცისარტყელას ფერები აქვს,ვარსკვლავები მომიპარავს,ღამე გამითენებია.
ჩემი კერა დალოცვილიმზესთან შემიჩერებია,ჩუქურთმებით დაკოცნილი,ო, რამდენი ფერებია!
კვლავ მესხურად გავიძახი _გული ამიმღერებია,მოდი, ნახე ჩემი სახლი,რარიგ დამიმშვენებია.იყო და მარად იქნება
იყო და მარად იქნებალურჯი ქედები და ჭალა,იყო და მარად იქნებაჩემი ფხიანი აჭარა.იყო და მარად იქნებაჩემი ტაო და კლარჯეთი,იყო და აღარ იქნება,აღარ იქნება ქაჯეთი.იყო და მარად იქნებაჩემი შავშეთი მწყაზარი,იყო და მარად იქნებაჩემი ხატი და ტაძარი.იყო და მარად იქნებაჩემი ლაზეთი ვეფხური,იყო და მარად იქნება“განდაგანა” და “ფერხული”.იყო და მარად იქნებაშუქმომფინარი ფერებითსამეგრელო და გურია,კახეთი და იმერეთი,იქნება ჩემი მესხეთი,სულ ჩემი მოსაფერები.იქნება ქართლის ცა ლურჯი...იქნება ჩვენი ხმელეთი...ჩემი მიწის და ფერი ცისმარადისობას შეერთვის.იყო და მარად იქნებალურჯი ცა ამერ-იმერის,იქნება მარად ჭაბუკი,წილი არ უდევს ხნიერის.იყო და მარად იქნებაჩემი სამშობლო ხმიერი,რუსთველის ტკბილი სავანე,დიდი თამარის ივერი.მამულო, იყავ კურთხეულ,იყავი მარად ძლიერი,იყავი მარად ძლიერი,იყავი მარად ძლიერი.

ვარშანიძე მამია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი