↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აჭარას

ვარშანიძე მამია

2026-07-181 წთ საკითხავი823 ნახვა

—
თასებს დავცლი, თასებს, შენი ეროსის, _ვნებიანი სიყვარული მომწყურდეს.საკურთხეველს დედასაქართველოსი,ხელაპყრობით გლოცავ შენი მორწმუნე.
ბადაგს დავლევ, ბადაგს, ქვევრში ნაომარს,დებს დავლოცავ, ავ თვალს რომ არ ენახვის.მე დავლოცავ მკვდრეთით შენს დიდ აღდგომას,მე დავლოცავ დაბრუნებას ვენახის.
ძველ ტაძართა ფერფლი ტირის მიწაში,გარდასულთა დარდი ნუ გაქვს, აჭარავ!კახაბერში, სხალთაში თუ ხიხაძირს,ფუძემყარი სხვა ტაძრები აღმდგარა.
შენი გზები მაღალია, ცისფერი,შენი გზები მწვერვალებზე აგიყვანს,ჯერი დადგა შენი დიდი სიმღერის,შენი დიდი მომავალის გზა მიყვარს.
თასებს დავცლი, თასებს, შენი ეროსის, _ვნებიანი სიყვარული მომწყურდეს.საკურთხეველს დედასაქართველოსი,ხელაპყრობით გლოცავ შენი მორწმუნე.

ვარშანიძე მამია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი