↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მინდა მიმღეროს ქალმა ლამაზმა

ვარშანიძე მამია

2026-07-181 წთ საკითხავი819 ნახვა

—
რომ ჩემს სულს კვამლად წაიღებს ქარი,სიცოცხლის ყველა ცხრა კარს ჩარაზავს..არ მინდა ყველას მოთქმა და ზარი,მინდა მიმღეროს ქალმა ლამაზმა.ლაჟვარდებს ვხვეტავ მწყურვალე პეშვით,მაგიურ ძალას ეს ცა მანიჭებს,დე, ვარსკვლავები ცვიოდნენ ბნელში,მე იმ ვარსკვლავებს ხელით დავიჭერ.მე ნაღვერდალი გულში მიყრია,ლექსი უქრობი ნაღვერდალია.ვისთვისაც გული მე გამიყვია,ჩემი სიცოცხლეც მანვე დალია.თავს ბევრჯერ ვეფხი წამომდგომია,განა ავთრთოლდი, განა დავშინდი?ახლა რა თვეა? შემოდგომაა?როგორღა ვუთხრა _ გულო, დამშვიდდი!ვინ დაეძებდა, ვის უპოვნია?ზოგი ხე კვირტებს _ მიმქრალს _ ზანტად შლის,და თუ აქამდე ვერ მიპოვნია,აღარც მოვძებნი სულის ზამთარში.შენ წყარო ხარო... და რისხვას მგვრიან,წყურვილს ვინ იკლავს მხოლოდ მდინარით!ალბათ იტყვიან ადრე თუ გვიანვინ დაიჟინა ფერი მდიდარი.შეგერგოთ ჩემიც ნამქერი მარგიდა ღარში წვეთიც არ ჩამიტიოთ.როს გადავქრები.. ჩემივე ჩანგითმინდა ლამაზმა ქალმა მიტიროს.

ვარშანიძე მამია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი