↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ლდესპანი

ლევან ბერძენიშვილი: ”ვიცი, რაც ელოდება მიხეილ სააკაშვილს!”

pikaso22 6 წთ კითხვა 1124 0 კომენტარი

ლევან ბერძენიშვილი: ”ვიცი, რაც ელოდება მიხეილ სააკაშვილს!”

[ნინო ლურსმანაშვილი, ”ვერსია”]
მორატორიუმი დასრულდა. ოპოზიციის ლიდერებმა რუსულ-ქართული ომის შეფასება დაიწყეს. ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ”ვერსიას” ხელისუფლების შეცდომებზე, კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ესაუბრება და პროგნოზებსაც აკეთებს.

- საქართველოს ხელისუფლების მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ყოველთვის სჯეროდა ღრმა სისულელის, თითქოს, ამ პრობლემის მოგვარება ომის გზით შეიძლება. სამხედრო ოპერაცია არ უნდა დაგვეწყო, პროვოკაციას არ უნდა ავყოლოდით. იყო სხვა შეცდომებიც - მილიტარიზაცია, ბანაკები, გამუდმებით ომზე ფილმების გაშვება, არმიის სიძლიერით ტრაბახი, მთავარსარდლისა და მინისტრების სირბილი, რეზერვისტობა და ასე შემდეგ...

საქართველოს ხელისუფლებას რა უნდა ექნა, გულზე ხელს ხომ არ დავიკრეფდით?
- ჩვენც უნდა გაგვეხიზნა ქალები და ბავშვები და ომში არ უნდა ჩავრთულიყავით. როცა ამერიკა ამბობს, რუსეთმა მიმართა არაპროპორციულ პასუხსო, ადვილი მისახვედრია, აცხადებს, საქართველომაც დაუშვა შეცდომა და არაპროპორციული, ანუ გადაჭარბებული პასუხი მიიღოო. ჩვენც და გახარებულმა რუსებმა, ოსებმა და აფხაზებმაც უნდა გაიგონ, რომ ამ პრობლემას სამხედრო გადაწყვეტა არა აქვს. მისი გადაწყვეტა დიალოგშია.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი