ე.წ. მოდულის შენობაში ცოტნე გამსახურდიას დაკითხვა დასრულდა

დაკითხვის შემდეგ გამსახურდიას ადვოკატმა ელგუჯა ახალაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არა აქვს კლიენტისგან უფლებამოსილება დეტალებზე საუბრის შესახებ.
შესაბამისად, ახალაიამ არ დააკონკრეტა, ცოტნე გამსახურდიამ აღიარებითი ჩვენება მისცა, თუ უარყო წარდგენილი ბრალდებები.
ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ცოტნე გამსახურდიას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ საქართველოში ჩამოსვლისას სამართალდამცავები დააკავებდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველოში მაინც ჩამოვიდა.
"გამსახურდიამ იცოდა ქართველი სამართალდამცავების მიერ გაცემული სანქციის შესახებ და იცოდა ისიც, რომ საქართველოში ჩამოსვლისას დააკავებდნენ, თუმცა მაინც ჩამოვიდა, მზად იყო, ჩაბარებოდა ქართველ სამართლდამცავებს", _ განაცხადა ელგუჯა ახალაიამ, რომელიც თითქმის ორი საათის განმავლობაში ესწრებოდა ცოტნე გამსახურდიას დაკითხვას.
ე.წ. მოდულის შენობასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი გიგა გიორგაძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ დაკავებულის მიმართ არანაირი პროცესუალური ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულს ბრალს წარუდგენენ სამშობლოს ღალატში, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობასა და ჯაშუშობაში.
48 საათის განმავლობაში გამოძიება მიმართავს სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, რაზეც სასამართლო 72 საათის განმავლობაში იმსჯელებს.
ცოტნე გამსახურდია გუშინ, 3 სექტემბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
http://interpressnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=250&info_id=239367