ცესკომ 3 ნოემბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 3 ნოემბრის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ასევე განისაზღვრა არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესები.სხდომაზე კომისიამ შუალედური არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები დაადგინა, ასევე განისაზღვრა საუბნო სააარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და კომისიის სხვა წევრთა ხელფასები.
ამავე სხდომაზე ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობა განსაზღვრა.
ცესკომ #2 ვაკისა და #8 დიდუბის საარჩევნო ოლქებში ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების მომზადებისა და უზრუნველყოფის მიზნით დაფინანსების გეგმა დაამტკიცა. კომისიამ ასევე დაამტკიცა ფინანსური მონიტორინგის ჯგუფი. ცესკომ არჩევნების პროცესში ვიდეოდაკვირვებისა და ჩაწერის საშუალებების, ე.წ. ვიდეოთვალის დაყენების წესებიც განსაზღვრა.
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის შუალედური არჩევნები #2 დიდუბის და #8 ვაკის საარჩევნო ოლქებში 3 ნოემბერს გაიმართება. არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო ბათილად გამოცხადდა. ცესკომ აღნიშნული განკარგულება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და შემდგომში პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე მიიღო.