↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Მდესპანი

მცირე რეპლიკა კახა ლომაიას მისამართით

pikaso22 2 წთ კითხვა 680 0 კომენტარი

მცირე რეპლიკა კახა ლომაიას მისამართით

[კახა კაციტაძე]
პრესა.გე-ში ამა წლის 9 აგვისტოს გამოქვეყნდა მანამდე ”ვერსიაში” დაბეჭდილი ინტერვიუ უშიშროების საბჭოს მდივან ალექსანდრე ლომაიასთან. იგი ინტერვიუში სხვათა შორის ამბობს: საქართველოს წინაშე ორი არჩევანი იდგა - ქვეყანა აგრესორისთვის ან უბრძოლველად უნდა ჩაგვებარებინა და 1921 წლის სცენარი განმეორებულიყო, ან წინააღმდეგობა იმ ძალებითა და შესაძლებლობებით გაგვეწია, რაც გაგვაჩნდა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ საკუთარი ქვეყანა, მასზე მრავალჯერ აღმატებული მტრისგან დაეცვა.

შემიძლია გითხრათ, დასავლელი კოლეგების მონაცემებით, რომლებიც ჩვენს მონაცემებსაც ემთხვევა, საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის არმიის ბრძოლისუნარიანი ნაწილის, დაახლოებით, 30% იყო ამოქმედებული. რაც, საერთო ჯამში, 80 ათასი ჯარისკაცია, რომლებიც საქართველოში არა ერთდროულად, არამედ როტაციის პრინციპით იყვნენ განლაგებულნი”.

ჩვენი რეპლიკა სწორედ უშიშროების საბჭოს მდივნის ინტერვიუს ამ მონაკვეთს ეხება. ჯერ ერთი საიდან აიღო ბატონმა ლომაიამ, რომ 1921 წელს ”ქვეყანა აგრესორს უბრძოლველად ჩაბარდა”?! ისტორიის ნებისმიერი სახელმძღვანელოდანაა ცნობილი, რომ მაშინ სამხედრო მოქმედებები დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდა (11 თებერვლიდან 16 მარტამდე).

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი