ნინო ბურჯანაძე აგვისტოში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექ
ნინო ბურჯანაძე აგვისტოში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ფონდის "დემოკრატიული განვითარებისათვის" პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე აგვისტოში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. როგორც ბურჯანაძემ დღეს ფონდის ოფისში გამართულ პრესკონეფერენციაზე განაცხადა, "საგამოძიებო კომისიამ დეტალურად უნდა შეისწავლოს ის მოვლენები, რომელიც აგვისტოში საქართველოში მოხდა და საზოგადოებამ სიმართლე უნდა შეიტყოს". "კომისიის საშუალებით ყველა იმ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, რომელიც დღეს ჩვენს საზოგადოებას აქვს.კერძოდ, იყო თუ არა შესაძლებელი, ხელისუფლებას თავიდან აეცილებინა სეპარატისტებისა და რუსეთის მხრიდან მომავალი პროვოკაცია. იმ შემთხვევაში კი, თუ საზოგადოება სიმართლეს ვერ შეიტყობს, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში ვითარებას. ამასთან, აუცილებელია მედიის თავისუფლებაც, რათა საზოგადოებამ სიმართლე შეიტყოს და შემდეგ საკუთარი შეხედულებები ჩამოაყალიბოს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და დასძინა, რომ მისი აზრით, "ფართომასშტაბიანი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო". "ამასთან, პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რას აპირებს ხელისუფლება მომავალში და რა გზით განაგრძობს იგი სვლას", - განაცხადა ფონდის თავმჯდომარემ. "იმ შემთხვავევაში, თუ კითხვის დასმის საშუალება არ გვექნება და ამასთან, დემოკრატიულ პროცესებს გვერდს ავუვლით, დასავლეთის ის მხარდაჭერა. რაც დღეს საქართველოს აქვს. მალე აღარ იქნება" – დასძინა მან.
