Პდესპანი
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ბურჯანაძე საგამოძიებო კომისიის დასკ
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ბურჯანაძე საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესაბამისად მიიღებს
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ფონდის "დემოკრატიული განვითარებისათვის" პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე საგამოძიებო კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნების მიხედვით გადაწყვეტს, შეუერთდება თუ არა გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით. "ჯერ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც აგვისტოს თვის მოვლენებს დეტალურად შეისწავლის და შემდეგ უკვე, როდესაც დოკუმენტურად გვეცოდინება, რა მოხდა რეალურად აგვისტოში, გადავწყვეტ, დავაყენებ თუ არა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითს", - განაცხადა დღეს ფონდის ოფისში გამართულ პროსკონფერენციაზე ბურჯანაძემ. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ალტერნატიულ დოკუმენტზე მუშაობს, რომელშიც სავარაუდოდ, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადადგომის მოთხოვნა იქნება წამოყენებული.წყარო:საინფორმაციო სააგენტო პირველი.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს